გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე
გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე

გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე (11.IX.1950, თბილისი, - 4.III.2024), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1972). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:"წინასწარი გამოძიების ორგანიზაცია" (მოსკოვი, 1998), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე:"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები" (თბილისი, 2004). შინაგან საქმეთა სამინისტროში ეკავა გამომძიებლის, დეპარტამენტის თავ-რის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები (1973-1997); იყო: სახელმწ. უშიშროების მინისტრი (1997-1998); ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (1999-2004); საქართვ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2004-2005);  თსუ-ის დოცენტი (1989-2004); სახელმწ. ტექ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი. ლექციებს კითხულობდა: სისხლის სამართალში, სისხლის სამართ. პროცესში და კრიმინოლოგიაში (2004-2009); სახელმწ. ტექ. უნ-ტის სრული პროფესორი (2009). იყო საერთაშ. რეფერირებადი ჟურნალების: "თემიდას"; "ბიზნეს-ინჟინერინგისა" და ტექ. უნ-ტის საერთაშ. ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 5 სახელმძღვანელოსა და 2 მონოგრაფიის ავტორი. გენერალ-ლეიტენანტი (1997). იყო: მსოფლიო იურისტთა კავშირის წევრი; საქართვ. სახელმწ. ტექ. უნ-ტის სენატის თავ-რე (2010-დან). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1995) და ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: გახოკიძე, ჯ. (2007). ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები. თბ., ტექ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941140174; გახოკიძე, ჯ. (თანაავტორი). (2012). სისხლის სამართლის პროცესი : ზოგადი ნაწილი. თბ., ტექ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941200793; გახოკიძე, ჯ. (თანაავტორი). (2012). კრიმინოლოგია, ნაწ. 1. თბ., ტექ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941200786; გახოკიძე, ჯ. (2013). ბეწვის ხიდზე. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941107429.